საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებს 15 კუბმეტრი შეშა გამოუყვეს

ვახტანგ ყოლბაია ქართული ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება

დევნილ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მორიგი დახმარება გაუწიეს.  ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულებს 15 კუბმეტრი შეშა გამოუყვეს და ადგილზე მიუტანეს. კონკრეტულ ჩასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა დიდი ხანია ამოწურეს მათზე გამოყოფილი ელექტროენერგიის ლიმიტი, ამიტომ მათი უმრავლესობა გათბობის გარეშე ცხოვრობდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია დადებითად აფასებს კოორდინირებულ მუშაობას.

“გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობებიდან მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელს ხშირად უხდება ბენეფიციარების თხოვნა და პრობლემები გადაამისამართოს ადგილობრივ ხელისუფლებაში. ვაფიქსირებ ჩემს მადლიერებას როგორც რეგიონალური უწყების – გუბერნატორ ბატონ ლევან შონიას, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ედიშერ თოლორაიას და ქალაქის მერს ბატონ ირაკლი გოგოხიას მიმართ. ყველა პაკეტი, რომელიც მათ უწყებებში მოქმედებს ხელმისაწვდომია დევნილი მოსახლეობისთვის. ძალიან ხშირად ხდება მათი არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის, არამედ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც არც თუ იშვიათად უფრო ეფექტურიც არის”,– განაცხადა “თაიმერთან” ვახტანგ ყოლბაიამ.

banner
წინა სტატიაშისოსო ფხაკაძე: თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა, ნავთობის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება
შემდეგი სტატია„Je suis ლარი“–გადაიხედოს ეკონომიკური გუნდი“-ლარის გაუფასურებას აქციით აპროტესტებენ