რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

წლის პირველი სამუშაო კვირა რუსეთის ფინანსურ ბაზარზე კვლავ რუბლის ვარდნით დაიწყო. მოსკოვის ბირჟაზე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით სამი რუბლით გაუფასურდა და საერთო ჯამში 58 რუბლი შეადგინა.

მოიმატა ევროს კურსმაც. დღეს ერთი ევრო მოსკოვის ბირჟაზე 71 რუბლი ღირდა. მსოფლიო ბაზარზე გამყარდა დოლარის კურსიც. ევროსთან მიმართებით ამერიკულმა ვალუტამ ბოლო 9 წლიანი რეკორდი მოხსნა და 1,2 პროცენტით გაძვირდა, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ეკონომიკის სტიმულირებას ხელს შეუწყობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაქართული ღვინო წლის საუკეთესო სასმელების სიაში