„რუსული მხარის მაღალი ოფიციალური პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში“

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსული მხარე მზადაა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა საქართველოში ან რუსეთში არ გაიმართება, ეს შესაძლებელია სხვა ქვეყანაში მოხდეს.

„ხელისუფლებას არ აქვს რისკი და გამბედაობა იმისათვის, რომ გამართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა ჩემი ვიზიტის შემდეგ რუსეთთან მიღწეულ იქნა ძალიან სერიოზული წარმატება, ძალიან სერიოზული გარღვევა, დაწყებული იმით, რომ პირველად განაცხადა რუსულმა მხარემ ჩემი პირველი ვიზიტის დროს, რომ არ არის არცერთი დახურული თემა, ანუ მათ შორის აფხაზეთის და ოსეთის თემა რუსელ-ქართულ ურთიერთობებში და ყველა თემაზე მზად ვართ სასაუბროდო, ოღონდ არცერთხელ ეს წარმატება, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გამოუყენებია. ისევე როგორც, არ გამოუყენებია შესაძლებლობა, რომ დაწყებულიყო პირდაპირი დიალოგი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მის შეთავაზებას ხელისუფლებასთან შეხვედრის თაობაზე, გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„მე უნდა დიდი გულისტკივილით ვთქვა და გულის ტკივილით მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ ჩემთვის უბრალოდ საინტერესოც კი არაა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ნამდვილად დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა ის, რომ ყველამ ძალიან კარგად იცით, მე მოსკოვიდანაც გავაკეთე ეს განცხადება, ჩამოსვლის შემდეგ შევეხმიანე საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, შეთავაზებით, რომ გადამეცა მათთვის ის ინფორმაცია, თანხმობა, მზაობა, რომელიც მე დავინახე რუსულ მხარესთან ჩემი შეხვედრების დროს, მაგრამ დღემდე დაინტერესება არ ყოფილა, გამოხმაურება არ მოჰყოლია, რაც ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს ვიღაცის ან რაღაცის შიშით, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას, ან რაც კიდევ უფრო უარესია, არ უნდა ხელისუფლების არაწევრის მიერ გაკეთებული რაიმე საქმე. თუმცა ისინი იძულებულნი გახდნენ, ნებით თუ უნებლიედ დაედასტურებინათ ჩემს მიერ მიღწეული შეთანხება, როდესაც მე განვაცხადე იმის თაობაზე, რომ ჩემთან შეხვედრის დროს პირდაპირ იქნა გაცემული დავალებები იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო რეჟიმი გამარტივდეს განუზომლად საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის და საქართველოს მოსახლეობა ამას უკვე იგრძნობს იმიტომ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და ამავდროულად გაფართოვდეს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც გავა რუსულ ბაზარზე და ამასაც ჩვენი წარმომადგენლები ძალიან კარგად იგრძნობენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ჩამოსვლის და შესაბამის დონეზე შეხვედრის გამართვის თაობაზე.

„რაც შეეხება იმ ნაწილს რაც მე ხელისუფლებისთის უნდა გადამეცა, ამ მიმართულებით მე გავაგრძელებ მუშოაბას და როგორც კი მოვალ ხელისუფლებაში ამ შემქნილ ბაზისს გამოვიყენებ იმისთის, რომ გარდატეხა შევიტანო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, მაგრამ კონკრეტულად უნდა განვაცხადო და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ჩემი შეხვედრების დროს რუსულ მხარესთან, გამოთქმულ იქნა პირდაპირი თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული მხარის მაღალი ოფიციალური პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, პირდაპირ შეხვდნენ საქართველოში მათ პარტნიორებს, ანუ მათი რანგის წარმომადგენლებს. ასევე მზად არიან, თუ უკიდურესი აუცილებლობა იქნება მესამე ტერიტორიაზეც კი, ანუ არა საქართველოში, ან რუსეთში, ნებისმიერ სხვა ადგილზე შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს იმისათის, რომ მოიმსმინონ ქართული მხარის პრეტენზიები და დაიწყონ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეს რუსულ-ქართული ურთიერთობა ჩიხიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიჟერარ დეპარდიე – პერსონა ნონ გრატა უკრაინაში
შემდეგი სტატიაპოროშენკომ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას ხელი მოაწერა