რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძის ადგილსამყოფელს მიაგნეს

რუსმა სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძის ადგილსამყოფელი დაადგინეს და მიმდინარეობს შესაბამისი ზომების განხორციელება დამნაშავის დასაკავებლად. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, ის შეიარაღებულია და ძალიან საშიშია. ამირან გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი აქვს. ის კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა.

რუსი სამართალდამცველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგაძეს მესამე ადამიანის – პენსიონერის მკვლელობაც უკავშირდება, რის შესახებაც დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ჯენერიკების შემოსვლა წამლებს მნიშვნელოვანდ გააიაფებს”
შემდეგი სტატიაჯარისკაცი ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა