რუსული კინო-ომი… არა ,,ვარიას,,!

რუსეთის კულტურის სამინისტრომ დოკუმენტური ფილმის “ვარია” გაქირავების ლიცენზია გააუქმა.
ფილმი რეჟისორ ალიონა პოლუნინას ეკუთვნის და უკრაინის მოვლენებს ეხება. ფილმის პროდუსერის თქმით, წერილში, რომელიც მათ მიიღეს, ნათქვამია, რომ ფილმი ნაჩვენები ექსტრემისტული ორგანიზაციების” გამო იკრძალება.
ფილმი “ვარია” 2014 წლის გაზაფხულის მოვლენებზეა. სიუჟეტის ცენტრშია “ტიპიური მოსკოველი ლიბერალი- ვარია, რომელიც მოსკოვში ბალოტნის მოედანზე მიტინგებში იღებს მონაწილეობას, ასევე მხარს უჭერს უკრაინას და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პოლიტიკურ დისკუსიებში”. “ვარია უკრაინაში მიდის და იმ უკრაინელებს ეცნობა, რომლებიც სოციალური ქსელებიდან გაიცნო მაშინ, როცა უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტი დაიწყო…
კიევი. ვინიცა, ოდესა… რეჟისორი ფილმის გმირს მიყვება. მასთან ერთად ჩვენ ვხვდებით უბრალო უკრაინელებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და რადიკალებს, მოსკოვის ინტელიგენციას და ჟანა დარკსაც კი” – ნათქვამია ფილმის ანოტაციაში.
ერთ-ერთ ეპიზოდში ვარია უკრაინულ პარტია “მემარჯვენე სექტორს” ხვდება, რომელიც რუსეთში აკრძალულია, როგორც ექსტრემისტული პარტია და სწორედ ამ ეპიზოდზე აპელირებით დაბლოკა რუსულმა ცენზურამ ეს ფილმი.
აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ალიონა პოლუნინა მრავალი კინოპრემიის მფლობელია.

banner
წინა სტატიაშიარ დაალპოთ ციხეში ის ბავშვები, გუშინ რომ სტიქიას ებრძოდნენ!
შემდეგი სტატიარატომ იყიდა ივანიშვილმა კოდუასაგან GDS ?