რუსული გამოძიება ხოდორკოვსკიზე ახალ ბრალდებას ამზადებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, 1998 წელს მოკლული ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის, მკვლელობის ორგანიზატორად მიხეილ ხოდორკოვსკის მიიჩნევს…

,,საგამოძიებო კომიტეტის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით, ,,იუკოსის,, პრეზიდენტი მიხეილ ხოდორკოვსკი სხვა მძიმე დანაშაულებთან ერთად ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის შემკვეთიც შესაძლებელი ყოფილიყო,,  ნათქვამია ,,სკ,,-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხოდორკოვსკი საზღვარგარეთ იმყოფება, გამოძიებისთვის არ გახდება გადაულახავი დაბრკოლება საჭირო პროცედურების ჩატარებაში.

აღსანიშნავია, რომ ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზების გამო დაკავებული ალექსეი პიჩუგინი, ,,იუკოსის,, დაცვის ტანამშრომელი იყო და გამოძიების ინფორმაციით, მან დანაშაული  ,,იუკოსის,, ვიცეპრეზიდენტის ლეონიდ ნევზილინის დაკვეთით შეასრულა.

banner
წინა სტატიაში„პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია“
შემდეგი სტატიაეთერ კაკულიას ახლობლები დაემშვიდობნენ