რუსმა ჰაკერებმა ობამას ინფორმაცია მოპარეს

რუსმა ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერიდან თეთრი სახლის სისტემაში შეაღწიეს და პრეზიდენტ ობამას  შეხვედრეფის გრაფიკი მოიპარეს, იტყობინება ,,CNN,, ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით…

მიუხედავად იმისა, რომ მოპარული ინფორმაცია არ არის გრიფით საიდუმლო, ის არ გახლავთ ფართო მოხმარებისათვის განკუთვნილიინფორმაცია… რადგან შეიცავს გრაფიკებს და თარიღებს აშშ-ს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტებისა თი შეხვედრებისა, ამიტომ მსგავსი ინფორმაცია ყოველთვის სარგებლობს უცხოური სპეცსამსახურების დიდი ყურადღებით… აცხადებს ამერიკული მედია.

თავად თეთრი სახლი უარს აცხადებს კომენტარი გააკეთოს რუსი ჰაკერების უკვე მერამდენე შეტევაზე აშშ-ს  სახელმწიფო ინტერნეტსისტემებთან, თუმცა აცხადებენ, რომ მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია საიმედოდაა დაცული.

banner
წინა სტატიაში„თი-ბი-სი“ ბანკი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ეს არის ნამდვილად სირცხვილი და არავის ეკადრება ამის გაკეთება