რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ. დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგს ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს. ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა ასევე ადასტურებს, რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. “ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა”, – აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი ამოიღო
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს