რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა.”ნოვაია გაზეტა” კი სანდო წყაროზე დაყრდნობით შინაგანი ჯარის შეყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

96498606s5ერევნის ცენტრალურ ჰოსპიტალში რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვრის ღამეს ამ ქალაქის 6 მცხოვრები მოკლა და 6 თვის რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპასერიოჟას გულის არეში დანით 6 ჭრილობა მიაყენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ნოვაია გაზეტა”  სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში ექსტრემალურ ვითარებაში ხდება შინაგანი ჯარების გადასროლა.
გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გამო, ქალაქ გიუმრიში, შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს და ამან ახალ მასობრივ გამოსვლებს დაუდოს საფუძველი.
ამასთან, გაზეთი სომხეთის მთავრობაში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იმასაც აღნიშნავს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სამხედროს, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება. თუმცა, მას რუსეთის სამხედრო სასამართლო გაასამართლებს. სასჯელს კი პერმიაკოვი რუსეთის ტერიტორიაზე მოიხდის.

banner
წინა სტატიაშიკონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახიძე. გია კობახიძე კი აღნიშნულ საკითხზე დღეს და ხვალ კომენტარისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიაკიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს