რუსი ჩინოვნიკების მდიდარი ცოლები

რუსეთში გამოქვეყნებული ჩინოვნიკთა დეკლარაციების მიხედვით, გასულ 2014 წელს, რუსი ჩინოვნიკების მეუღლეთაგან ყველაზე მეტი შემოსავალი ვიცე-პრემიერ ალექსანდრე პრიხოდკოს მეუღლემ, ნატალიამ მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით ნატალია პრიხოდკოს შემოსავალმა 119,5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი) შეადგინა, მაშინ როცა მისი მეუღლის, ვიცე-პრემიერ პრიხოდკოს  შემოსავალი გასულ წელს  10 მილიონ რუბლს არ აღემატებოდა.

შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის კულტურის მინისტრის ვლადიმერ მედინსკის მეუღლე მარინა – 82,4 მილიონი რუბლით.

გასულ წელს ყველაზე ცოტა თანხა გამოიმუშავა რუსეთის შსს-ს მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცევის მეუღლემ, ვერამ – 72,9 ათასი რუბლი, ხოლო პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის ცოლს, სვეტლანას საერთოდ შემოსავალი არ ჰქონია, აცხადებს რუსული მედია.

 

banner
წინა სტატიაში“სირიაში წასული არასრულწლოვნების განზრახვაზე პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას ვერ აკონკრეტებენ”
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ადეიშვილის საქმეზე პასუხს პროკურატურას სთხოვს