რუსი პროგრამისტის თავს იტალიელი და ჩინელი ექიმები გადანერგავენ

რუსი პროგრამისტის თავს იტალიელი და ჩინელი ექიმები გადანერგავენ

რუსი პროგრამისტის თავს იტალიელი და ჩინელი ექიმები გადანერგავენიტალიელმა ნეიროქირურგმა სერჯო კანავერომ მსოფლიოში პირველად ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაციაში მომავალი პარტნიორი დაასახელა. მასთან ერთად ოპერაციას ჩინელი ქირურგი რენ სიაოპინი ჩაატარებს. “ის მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ამ პროექტის ხელმძღვანელობა შეუძლია” – განაცხადა კანავერომ. მან ასევე თქვა, რომ ჩინელი ექიმის ნამუშევრები კლინიკური ეთიოლოგიის დარგში უნიკალურია, რამაც თავის მხრივ განსაზღვრა მისი არჩევა.
სიაოპინის გუნდმა დღეისათვის ათასამდე თაგვს გადაუნერგეს თავი. ამასთანავე, ტრანსპლანტაციიდან მაქსიმალური სასიცოცხლო დღე მხოლოდ ერთია. პირველად მსგავსი ოპერაცია ექიმმა 2013 წელს ჩაატარა.

მსგავსი ოპერაციები ექიმებს შორის ეთიკურ დისკუსიას იწვევენ. ჩინეთში, სადაც სიაოპინი მუშაობს, არ არის შეზღუდვები მსგავსი ტიპის ოპერაციებზე.
ნეიროქირურგის პირველი პაციენტი შესაძლებელია 30 წლის რუსი პროგრამისტი გახდეს. ის ზურგის კუნთების ატროფიით არის დაავადებული. ადრე იტალიელი ექიმი ამბობდა, რომ ოპერაცია შესაძლებელია 2017 წელს ჩატარდეს. თუმცა, ექიმებს წინ დიდი სამუშაო აქვთ – მათ ოპერაციისთვის საჭირო ფინანსები უნდა მოიძიონ იმ გუნდთან ერთად, ვისთანაც ჩაატარებენ ოპერაციას.

banner
წინა სტატიაშიობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს
შემდეგი სტატიაევროპელები ლტოლვილი ბავშვის წამებისთვის უნგრელი ჟურნალისტის დასჯას ითხოვენ… (VIDEO)