,,თაიმერის,, მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ლენინო-კუზნეცკში რუს ნაციონალისტებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი ახალგაზრდა მოკლეს…
მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი 1982 წელს დაბადებული ირაკლი კუხალეიშვილი გახლავთ. ის ქალაქის პარკში ახალგაზრდების ჩხუბს შეესწრო და გაშველება სცადა, რომლის დროსაც ზურგიდან დანით 9 ჭრილობა მიაყენეს, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. როგორც შემდგომ გაირკვა, მოჩხუბარი ახალგაზრდები რუსი ნაციონალისტები იყვნენ.
ირაკლი კუხალეიშვილის ნეშტი გასულ ხუთშაბათს საქართველოში ჩამოასვენეს…
,,თაიმერის,, ინფორმაციით, ირაკლი კუხალეიშვილს სამშაბათს 23 ივნისს, ზუგდიდის რაიონის მშობლიურ სოფელ რიყეში დაასაფლავებენ.
ირაკლი კუხალეიშვილს, სახლში მშობლები და ერთი ძმა ყავს.