რუსთავში მტაცებელი ცხოველის კვალი არ აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალაქ რუსთავში ვეფხვი იპოვეს არ დასტურდება. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მედიას მიაწოდეს.

მათი განცხადებით, ქალაქ რუსთავიდან 112-ში რამდენიმე ზარი შევიდა, რომ ქალაქში ვეფხვი შენიშნეს, თუმცა გამოძახებაზე მისულმა სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ვერც მტაცებელი და ვერც მისი კვალი ვერ აღმოაჩნიეს.

შეგახსენებთ, რომ არსებობდა ინფორმაცია, ქალაქ რუსთავში ვეფხვის არსებობის თაობაზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსაც მიაწოდეს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშითბილისს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება
შემდეგი სტატია“ზოგი ჭირი მარგებელია”- ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკზე