რუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს

რუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს

რუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებსრუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგინალურ სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტით მოწამვლის ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

სულ მოიწამლა 10 ადამიანი, აქედან 5 ადამიანი “რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში” გადაიყვანეს, ხოლო 5 გარდაბანში არსებულ “ჯეო ჰოსპიტალში”. ამ დროისთვის ათივე პაციენტს ჩაუტარდარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილები არიან სახლებში.

როგორც სამმართველოში აცხადებენ დარღვევები აღმოჩენილია რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ “ილგარ მამედოვისა” და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი. მ “რამინ მამედოვის” საშაურმეებში.

შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის – ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგინალურ სამმართველოში აცხადებენ რომ, აღნიშნული დარღვევების გამო სააგენტო საშაურმეებში არაგეგმიურ ინსპექტირებას განახორციელებს. თავად საშაურმეში კი აცხადებენ რომ მოწამლა მათ მიერ დამზადებული შაურმის გამო არ მომხდარა, როგორც მზარეული ყვება მათ ხელთ ააქვთ ლაბორატორიული კვლევის დასკვნა სადაც დარღვევები არ ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ახალი, მეოთხე თანამდებობა უკრაინაში
შემდეგი სტატიაგერმანელმა პოლიციელებმა ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს