“რუსთავი 2-ის” იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

რუსთავი 2-ის ადვოკატების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

რუსთავი 2 -ის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.

“იმის გათვალისიწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანის. საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად
განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი საასმართლოს უფლება,”- განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე “რუთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაპირებულ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა