რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

“რუსთავი 2”-მა რეგიონებში მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა. თუმცა რა გახდა ტელეკომპანიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

ერთ-ერთი ვერსიით რეგიონებში “რუსთავი 2”-ის გათიშვა თურქულ სატელიტზე უნებლიედ არასწორად შეყვანილმა პარამეტრებმა გამოიწვია.

“რუსთავი 2”-თან ერთად საქართველოს რეგიონებში, რამდენიმე წუთით შეწყდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიც.

ორივე სიგნალზე ტელეკომპანია GDS-ი მაუწყებლობდა.

“რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო- ახმეტაში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავშიც.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ,,ТАСС,,ი არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მომხდარი საზარელი ყაჩაღობის ფაქტია გახსნილია