რუსთავის საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე საათს წინ ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს, მას სხეულზე ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ექიმების თქმით დაჭრილი მამაკაცი რუსთავის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს და კლინიკაში მოათავსეს. ჟურნალისტებთან პირად საუბრებში მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ ინცინდენტს კავშირი ჰქონდეს რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 16 მაისის გვიან საღამოს მეგობრობის გამზირზე ერთ ერთ საცხოვრებელ ბინაში 23 წლის გოგონა ყელგამოჭრილი იპოვეს. მეზობლების თქმით გოგონა ნაქირავებ ბინაში მის მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევი ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 23 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო