რუსთავის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალ მომარგება რუსთავს შეეზღუდება

 

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” კომპანია ,,რუსთავის წყალიდან” აცნობეს, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, კოსტავას გამზირზე წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს წყალმომარაგება რამდენიმე საათით ქალაქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე ე.წ. ძველი რუსთავის მოსახლეობას და წარმოება-დაწესებულებებს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე შეუწყდება.

banner
წინა სტატიაშიერთმორწმუნე რუსები ცხინვალის ცენტში რუსულ ეკლესიას აგებენ
შემდეგი სტატია5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა