რუსული მედია ერევნის ამბებს “მორიგ მეიდანს” უწოდებს

რუსეული მედია ერევნის ამბებს

რუსეული მედია ერევნის ამბებს "მორიგ მეიდანს" უწოდებსერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება.
დემონსტრაციის მონაწილეები კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ.
ჟურნალისტმა პიოტრ შუკლინოვმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მომიტინგეები რუსი ჟურნალისტების წინაშე ზურგით დგანან. მათ მაისურზე გაკეთებული აქვთ წარწერა: “რუსეთი 24, წადი ტ-ში”.
შეგახსენებთ, რომ აქცია, რომელიც ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით 19 ივნისს დაიწყო, ჯერ არ დაშლილა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა, მომიტინგეები პროტესტს აგრძელებენ.

რუსული მედია, რომელიც ერევნის ამბებს “მორიგ მეიდანს” უწოდებს, აქტიურად განიხილავს ერევანში, ბეგრამიანის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.
თუკი რუსულ პროპაგანდისტულ შეფასებებს აღშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს ერევანში აქციის მონაწილეები, დღეს პროსპექტზე შეკრებილებმა იუმორით შეაფასეს რუსი ჟურნალისტების მცდელობები და რუსული მედია მათი ხუმრობების ძირითადი საგანი გახდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დღეს ასეთი პლაკატიც გამოაქვეყნა : “ღმერთი ხელფასს გვიგვიანებს. დაგვეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ”. გამვლელები მას წყლით და საჭმლით ეხმარებიან.
პროსპექტზე სიტუაცაია დღეს მშვიდია. აქცია მშვიდობიანია და ამას პოლიციელებიც აღიარებენ. აქციის მონაწილეები შიგადაშიგ წამოიძახებენ ლოზუნგს: “ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონები ვართ”, “თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი”. დემონსტრანტები მღერიან სიმღერებს, ველოსიპედით სეირნობენ და ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქტივისტები მათ მიერ დაკავებული პროსპექტის ტერიტორიის სისუფთავეზეც ზრუნავენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მთავრობის სპეციალურ მრჩევლს შეხვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს