რუსეთში შესაძლოა, Windows 10-ის გამოყენება აკრძალონ

რუსეთში შესაძლოა, Windows 10-ის გამოყენება აკრძალონ

რუსეთში შესაძლოა, Windows 10-ის გამოყენება აკრძალონრუსეთის დუმას ვიცე-სპიკერი ნიკალაი ლევიჩევი პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს სახლმწიფო ორგანოებში, კომპანიებში, სამეცნიერო და კვლევით ცენტრებში ოპერატიული სისტემა Windows 10-ის აკრძალვას სთხოვს.
“სამართლიანი რუსეთის” წარმომადგენელი იმან შეაშფოთა, რომ Microsoft პირად და საკონტაქტო მონაცემების დარეგისტრირებას, ასევე, უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად, სხვა მონაცემებს გამოიყენებს იწყებს. მიმართვაში, რომელიც “სამართლიანი რუსეთის” ვებგვერდზე დევს, ხაზგასმულია, რომ კორპორაცია შეაგროვებს ნომრებს, დამცავ კოდებს, IP მისამართებს და ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას.
აგვისტოს დასაწყისში გაზეთმა “იზვესტიამ” დეპუტატ ვადიმ სოლოვიოვის თხოვნა დაბეჭდა, სადაც ის გენერალურ პროკურორს იური ჩაიკას სთხოვს, გადაამოწმოს, Microsoft-ი ჯაშუშობით ხომ არ არის დაკავებული.
Microsoft უარყოფს, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებს.

banner
წინა სტატიაშივადამდელი არჩევნები საბერძნეთში
შემდეგი სტატიააფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ ტოპონიმიკაში დაახლოებით 100 ახალი სახელწოდება გაჩნდა – ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ლევარდ ბარციცი