რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი, ტელეჟურნალისტი თინა კანდელაკი თბილისში მომხდარ სტიქიას

irakli-niko-kuxრუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ლენინო-კუზნეცკში რუს ნაციონალისტებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი ახალგაზრდა მოკლეს…
,,თაიმერის,, ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი 1982 წელს დაბადებული ირაკლი კუხალეიშვილი გახლავთ. ის ქალაქის პარკში ახალგაზრდების ჩხუბს შეესწრო და გაშველება სცადა, რომლის დროსაც ზურგიდან დანით 9 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოჩხუბარი ახალგაზრდები რუსი ნაციონალისტები იყვნენ.

გარდაცვლილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების პროცესი, ექსპერტიზისა და გამოძიების გამო ჭიანურდება… გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე, ოჯახის ახლობლებს ეჭვი ეპარებათ რომ ირაკლის მკვლელს დასჯიან.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ირაკლი კუხალეიშვილის მშობლები ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყედან არიან. დედ-მამა ირაკლისთან ერთად იყვნენ, მაგრამ მკვლელობის მომენტში მამა საქართველოში იყო ჩამოსული. ზუგდიდში კი, ირაკლის მხატვარი ძმა ჰყავს… ნიკო კუხალეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქციას უერთდება
შემდეგი სტატიაოდესა თბილისის ზოოპარკს დანაკარგის აღდგენაში დაეხმარება