რუსეთში კომუნალური მომსახურების ტარიფები გაიზარდა

დღეს რუსეთში კომუნალური მომსახურების ტარიფები გაიზარდა. საშუალ მატება 10%-ია, მაგრამ ზოგიერთი მოქალაქისთვის ზრდა შესაძლებელია 20%-იც კი იყოს.
შუქის ტარიფი საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა, წყლის – 9,1%, გათბობის – 8,4%, გაზის – 7,5%-ით. ამდაგვარად, საერთო გადასახადი საშუალოდ 8,4 %-ით არის მომატებული.
რამდენიმე რაიონის მოსახლეობა კაპიტალური რემონტის ფონდში იძულებული იქნება თანხა გადაიხადოს, რაც შემოსავლის 10%-ით განისაზღვრა. ამდაგვარად, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ყველა კატეგორიაში ხვდება, დღეიდან 20 %-ით გაზრდილ გადასახადს გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მტკივნეული პროცესი უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა