რუსეთს დაღუპულ ჯარიკაცთა რაოდენობის დოკუმენტი მედიაში გაეპარათ

„დელოვაია ჟიზნ“

„დელოვაია ჟიზნ“ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, რუსეთის ეკონომიკურ სერვერ „დელოვაია ჟიზნ“-ს უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროებზე ცნობა გაეპარა. მართალია, ცენზურამ ცნობა სერვერიდან მალევე „გაქრო“, მაგრამ სტატიის დაკოპირება უკრინულმა სერვერებმა მოახერხეს.

როგორც ცნობიდან ირკვევა, პუტინის განკარგულებით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3 მილიონ რუბლს აძლევენ, დაინვალიდებულებს კი – 1,5 მლიონს.
ამავე ცნობის მიხედვით, უკრაინაში 2 000 ჯარისკაცი დაიღუპა, 3 200 კი მძიმედ დაიჭრა
ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება, რომ ამ ინფორმაციას რუსები ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ „დელოვაი ჟიზნი“ ცნობას ისე არ გამოაქვეყნებდა, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

banner
წინა სტატიაშიდამსხვრეული ნინო და ორი მთვარე
შემდეგი სტატიამეცნიერებმა სახლის მტვერში 9 ათასი მიკრობი აღმოჩინეს