“რუსეთმა შესაძლოა ნავთობსადენი გადაჭრას”-აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე საუბრობს

ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტთა წრე საქართველოს ხელისუფლებას რჩევებს აძლევს. ამერიკელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციები დროულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.

” რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ახლა კი მავთულხლართებს ამონტაჟებს და უფრო წინ წევს საზღვარს. ამ გზით განაგრძობს ზეწოლას მეზობელ სახელმწიფოებზე და ემუქრება დასავლეთსაც, რომ არ იტრიალონ მის სიახლოვეს. სწორედ ამიტომ მოაქცია ბიპის მილსადენი მიტაცებულ ტერიტორიაზე. არ გამიკვირდება თუ მისი მომდევნო ნაბიჯი დემარკაციის შემდეგ ღობის გავლება იყოს. ასე ცდილობს რუსეთი გააკონტროლოს ის ტერიტორია, სადაც ეს მილსადენი გადის. არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთმა ის გადაჭრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეს საკითხი გაიტანოს საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო გაერთიანების ყურადღების ცენტრში მოაქციოს,”- განაცხადა NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კურტ უოკერმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყება: ორჭოსანში შეჭრა რუსეთის მხრიდან რეგიონში მცოცავ ანექსიას ადასტურებს
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს-ხელისუფლებაში საკითხის გადახედვაზე საუბრობენ