რუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.

ეს განცხადება რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა, გააკეთა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა მისთვის საინტერესო არ არის, ის დატოვებს ევროსაბჭოს.

“ევროსაბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, დატოვოს ეს ორგანიზაცია, თუ ის ჩათვლის, რომ ან შეუძლებელია ან უინტერესოა წევრობა. თუ რუსეთი მივა ასეთ დასკვნამდე, შესაძლოა, ჩვენც დავდგეთ ამ გადაწყვეტილების წინაშე,” – აღნიშნა ნარიშკინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო, რაც რუსული დელეგაციის პროტესტის მიზეზი გახდა. მანამდე კი ამავე ასამბლეამ ყირიმის ოკუპაციის გამო რუსული დელეგაციის წევრებს ხმის უფლება შეუჩერა და ყველა ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
შემდეგი სტატიარა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და გრიბაუსკაიტემ დავოსში გამართულ შეხვედრაზე?