საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაცია Physicians for Human Rights (PHR)-მა რუსი სამხედროები სამი საავადმყოფოს დამმბვაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას.
“ასადის ხელისუფლება ბოლო ოთხი წელია საგულდაგუოდ უტევს საავადმყოფოებს. ახლა რუსებმა მიბაძეს მას” – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, დარტყმები უპილოტოებით განხორიელდა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რუსებმა საავადმყოფოები სრულიად გააზრებულად დაბომბეს – ამბობენ ორგანიზაციაში. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის განცხადებით, ისინი მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოს უტევენ, ტერორისტების უახლოესი ბაზა 30 მილშია.