რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკვე მოასწრო…

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რამდენიმე დღის წინ ჩაერთო სირიის კონფლიქტში, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე სამხედრო დანაშაულის ჩადენა მოასწრეს, აცხადებს ამერიკული მედია…

ადამიანის უფლებათა დაცვის ექიმთა ორგანიზაციის (PHR), ნიურკის ცენტრალურ შტაბ-ბინაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსულმა ავიაციამ 2 და 3 ოქტომბერს, სირიაში ჰამა, იდლიბსა და ლატაკიაში სამედიცინო დაწესებულებები დაბომბა, რითაც ომის წარმოების საერთაშორისო ნორმები დაარღვია და სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

გადამიანის უფლებათა დაცვის ექიმთა ორგანიზაციის მიერ ავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ავიაციამ ასადის რეჟიმის მსგავსად, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამიზნედ სამედიცინო დაწესებულებები აირჩია, რაც სამხედრო დანაშაულია. აღსანისნავია, რომ დაბომბილი სამედიცინო ობიექტები, ისლამისტთა სამხედრო დისლოკაციის ადგილიდან სულ მცირე 48 კილომეტრით მოშორებით მდებარეობდა.

PHR-ის დირექტორის უიდნი ბრაუნის განცხადებით, არც ერთი ტერორიზმთან მებრზოლი ქვეყანა სამედიცინო დაწესებულებას არ ბომბავს…  ,,რუსეთმა სამიზნედ საავადმყოფოები აირჩია, რითაც სამოქალაქო მოსახლეობა დააყენა რისკის ქვეშ, რადგან ისინი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გარეშე დატოვა,, აცხადებს ბრაუნი.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსეთის მიერ სამედიცინო ობიექტების დაბომბვას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს ათეულობით დაჭრილ თანამშრომელზე და დაზიანებულ სამედიცინო მომსახურების შენობებზე.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “დადიანო, დადიანო, მამულები ჩამოგართვეს, გული არ დაიდარდიანო”
შემდეგი სტატიაგერმანულმა მედიამ მერკელი ხიჯაბში აჩვენა