რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა

რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმა სირიის დასავლეთით ჰომსის პროვინციაში განხორციელდა.

ფედერაციის საბჭომ ერთხამდ დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია საზღვრებს გარეთ. სამხედრო დახმარების გაწევის მოთხოვნით კი მას სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მიმართა.

ოფიციციალური მოთხოვნის შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო-საჰაერო ძალები გაგზავნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა: საფრთხეს წარმოვადგენ კრიმინალებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3857 ლარი გახდა