რუსეთმა სეპარატისტებს 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადასცა – აცხადებს ნატოს სარდალი

27523,,კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში გააჩაღა, არ გახლავთ დროებითი, ის უკვე გლობალურ ხასიათს ატარებს,, განაცხადა ევროპაში ნატოს გაერთიანებული  ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, 25 თებერვალს აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დანიშნული მოსმენების დროს.

,,გასულ წლებთანთან შედარებით, ევროპა შეეჯახა უსაფრთხოების განსხვავებულ და გაცილებულ რთულ გარემოს. ეს გლობალური და არა რეგიონალური გამოწვევაა, რომელსაც არა დროებითი, არამედ მდგრადი ხასიათი აქვს.,, აღნიშნა გენერალმა

,,დღეს ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე, უკრაინის საზღვარი რუსეთიდან გადაკვეთა დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკამ… დღეის მონაცემებით 1000-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ, რომელთა შორის იყო ტანკები, ბრონეტრანსპორტიორები, ქვემეხები, მძიმე არტილერია და სხვა იარაღი. და ეს იარაღი ფრონტის ხაზზე უკრაინული ჯარების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული,, განაცვხადა ბრიდლავმა

ამერიკელი გენერლის განცხადებით, მოქმედებები გაცილებით მეტს ნისნავს, ვიდრე სიტყვები… ,,რასაც ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ზონაში, ეს არის რუსეთის რევანშიზმი.. რომელიც არ ტამასობს საერთაშორისო წესებით და არ იცავს ნორმებს, რაც არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს და გლობალურ მოვლენად გვევლინება,, განაცხადა ნატოს სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა.

banner
წინა სტატიაშითემურ შაშიაშვილი:-„დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“
შემდეგი სტატიამთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს