რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები დაიწყო

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში, ჩრდილო კავკასიასა და ყირიმში სამხედრო მანევრები დაიწყო. მასში სამი ათასამდე საარტილერიო დანადგარია ჩართული.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციის სამხედრო არხი ზვეზდა ავრცელებს.

წვრთნები მოულოდნელი განგაშით დაიწყო. მანევრები ერთ თვეს გაგრძელდება. მისი საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან – გრად ემიდან, ურაგანიდან და სმერჩიდან, სროლებს ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკომ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს