რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნარუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ მარკინის თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება რამდენიმე მუხლით ჩატარდა. კერძოდ, გენოციდის, მკვლელობის, ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების ბრალდებით.

თუმცა, რუსეთს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს, რადგან ამის უფლებას მას საერთაშორისო სამართალი არ აძლევს.

„მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს. ისტორია აჩვენებს ადამიანები, რომლებიც მსგავს დანაშაულებს ჩადიან ყოველთვის აგებენ პასუხის”, – აცხადებს მარკინი.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილი მიზანმიმართულად მოკლეს
შემდეგი სტატიასოხუმის პროზექტურიდან სამი ქართველის ცხედარი გაუჩინარდა