რუსეთმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნა

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მარკინმა გამოცემა Собеседник-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა, ვინც მსგავს დანაშაულებს ჩადის, პასუხის აგებს ამისთვის. საქართველოს ყოფილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანისა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა”, – აცხადებს ვლადიმერ მარკინი.

მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება “გენოციდის”, “მკვლელობისა” და “ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების” ბრალდებით ჩატარდა. მარკინის განცხადებით, ამ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი.

“საერთაშორისო სამართლის ნორმები არ მოგვცემს უფლებას ძებნაში გამოვაცხადოთ სააკაშვილი, რადგან მას უცხო ქვეყნის იმუნიტეტი იცავს”, – განაცხადა ვლადიმერ მარკინმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა
შემდეგი სტატიადემურ გიორხელიძე: ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2-ს გასცდება