რუსეთმა ლატვიის და ესტონეთის თევზის იმპორტი აკრძალა

150529185126_sprats_624x351_rianovostiრუსეთი ლატვიურ და ესტონურ თევზის პროდუქციაზე აკრძალვას აწესებს – ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების წარმომადგენლის თქმით, აკრძალვა გარკვეული სისტემური დარღვევების გამო მიიღეს, რომელიც ლატვიურ და ესტონურ თევზის პროდუქტში აღმოჩნდა.

ლატვა და ესტონეთი რუსეთის შეზღუდვების სიაში შარშან მოხვდნენ, როცა რუსეთმა ევროკავშირის სანქციებს სანქციებით უპასუხა.
გასული წლის აგვისტოში რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა 70 ტონა თევზის კონსერვი და 20 ტონა მშრალი რძე უკან დააბრუნა.
შემთხვევების მეტი წილი რუსეთის დაფარული სანქციებია. ცხადია, თვითონ ეს სიტყვა არ იხმარება, მაგრამ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ წაყენებული ისანიტარული სანქციები ზუსტად მაშინ, როცა პოლიტიური პრობლემები წარმოიქმნება, სხვა არაფერია თუ არა დაფარული სანქცია – ამბობენ ექსპერტები.
ოფიციალურად რუსეთმა სანქციები ორჯერ წამოაყენა: პირველად 2008 წელს, საქართველოს მისამართით, სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე და მეორედ ევროკავშირისადმი “ანტი-სანქციები”. თუმცა, ისტორიაში დარჩა მრავალი “სამეწარმეო ომი”: ქართული ღვინის და ბორჯომის, მოლდოვას ხილის და ღვინო-კონიაკის, უკრაინის კანფეტების, ბელორუსის რძის პროდუქტების, ლატვიის შპროტის, ტაჯიკეთის ხილის და თხილის აკრძალვები.
ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა არა ერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპულ პროდუქტზე უარის თქმა არა მხოლოდ საპასუხო ზომებია, არამედ, პირველ ყოვლისა “ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.”

banner
წინა სტატიაშიბლატერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა
შემდეგი სტატია,,ახ ადესა,, (+VIDEO)