რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებს

რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებს

რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებსუკრაინისთვის გაზის საბოლოო თანხა 247,18$-ით განისაზღვრა–ამის შესახებ რუსეთის პრემირ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკსა და “გაზპრომის” წარმომადგენელს ალექსეი მილლართან შეხვედრისას. “ნავთობის და გაზის ფასი ძალიან დავარდა, ამიტომ უკრაინასთვის გაზზე ფასდაკლება 40%”-ით განისაზღვრა” – განაცხადა მედვედევმა. ამასთანავე, მან თქვა, რომ რუსეთი უკრაინას ძველებური ტარიფებით ვერ მიაწვდის, მაგრამ გაზის ახალი ფასი 247,18 დოლარი 1კ.მ გაზზე მეზობელი ქვეყნებისათვის მიწოდებული გაზის ფასია, მათ შორის პოლონეთისთვის – წერს სააგენტო ტასსი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ევროკავშირს მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა ზამთრისთვის გაზის შესაძენად. ბრიუსელში პრობლემას აღიარებენ, მაგრამ როგორ დაეხმარებიან უკრაინას, ჯერჯერობით გაურკვეველია.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, კიევმა მოსკოვს დახმარებისთვის მიმართა, რომ რუსეთმა უკრაინას გაზი დაბალი ტარიფით მიაწოდოს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უვნებელ პროცედურას უწოდებს