რუსეთი სომხეთს გაზს შეღავათიანი ტარიფით მიაწვდის…

რუსეთმა სომხეთს გაზის ტარიფი 25 დოლარით შეუმცირა და მას კუბრ მეტრზე 165 დოლარით მიაწვდის. როგორც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, შეღავათი ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია.

გარდა ამისა, “გაზპრომი” მომდევნო 5 წლის მანძილზე, სომხეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემის 60 მილიონი დოლარით ინვესტირებას აპირებს.

როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსულ-სომხეთის თანამშრომლობის მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს.
პუტინის თქმით, რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. “გასულ წელს, 2013 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მიმდინარე წელს იგივე მაჩვენებელის კორექტირება მოხდა ” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაზის საკითხზე შეთანხმება სომხეთსა და რუსეთს შორის, პუტინის სომხეთში ვიზიტისას, 2013 წელს დაიდო.

banner
წინა სტატიაშივინ რამდენ ლტოლვილს მიიღებს ევროპაში და როგორ…?
შემდეგი სტატიაპირველად ქართულ მედიასივრცეში–აფხაზი სასულიერო პირი, რომელიც კოდორის ოკუპაციაში მონაწილეობდა