რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინი

რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინი

რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინირუსეთი ომს არავისთან აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. “ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მადლობა ღმერთს, ომს არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს მცდელობა, სხავადასხვა საშუალებებით შეაკავონ ჩვენი განვითარება” , – განაცხადა პუტინმა რუსეთის პროფკავშირების ყრილობაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, მიმდინარეობს მცდელობა – გაიყინოს ერთპოლარული მსოფლიო, რომლის სათავეშიც ამერიკაა.
“ასეთი მსოფლიო წესრიგს რუსეთი არასოდეს დათანხმდება. თუკი ეს ვინმეს მოსწონს, თუკი ვინმეს სურს იცხოვროს ნახევრად ოკუპაციაში, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თუმცა, ჩვენ არც ომს ვაპირებთ ვინმესთან. ჩვენ ყველასთან ვაპირებთ თანამშრომლობას”, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, არავისთვის იქნება ეფექტური.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება
შემდეგი სტატიარუსეთთან დიალოგის აღდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო–ირაკლი ღარიბაშვილი