რუსეთი ნიდერნალდების კომისიის გამოძიებას კატეგორიულად არ ეთანხმება

რუსეთი ნიდერნალდების კომისიის გამოძიებას კატეგორიულად არ ეთანხმება

რუსეთი ნიდერლანდის კომისიის გამოძიების მასალებს, რომელიც ეირლაინ Airlines MH17-ს ეხება, კატეგორიულად არ ეთანხმება. ის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მათთვის იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ რუსული რაკეტით იყო თვითმფრინავი ჩამოგდებული, არავის წარმოუდგენია – ამის შესახებ დღეს რუსეთის ავიაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. თვითგამოცხადებულმა დონეცკის რესპუბლიკამაც დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ დასკვნა, რომელიც ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ გუშინ გამოაქვეყნა, “პოლიტიკურად ანგაჟირებულია.”

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებში ნათქვამია, რომ რაკეტა, რომლითაც მოხდა მალაიზიის ავიაზახების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, არის რუსული “ბუკის” სისტემის. დასკვნაში კონკრეტული კოორდინატებია მოყვანუილი, საიდან მოხვდა რაკეტა თვითმფრინავს, რომლის შემდეგაც 300-მდე მგზავრი გარდაიცვალა.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინას აღნიშნულ დღეს ყველა მოცემულობა ჰქონდა იმისათვის, რომ საჰაერო სივრცე დაეკეტა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ზოგზოგიერთებმა ვერ აიტანეს ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: მთავრობავ, ქვეყნის კარგი არავის სწყინს და ცუდი არავის უხარია