რუსეთი დოპინგის მსოფლიო სკანდალში ეხვევა

რუსეთი დოპინგის მსოფლიო სკანდალში ეხვევა

რუსეთი დოპინგის მსოფლიო სკანდალში ეხვევაგერმანულმა ტელეკომპანიებმა ARD/WRD და ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Times სისხლის ანალიზის 12 ათას ნიმუშამდე წვდომა მიიღეს, რომელიც 5 ათასი სპორტსმენისგან იყო აღებული. როგორც აღნიშნული მედიები ავრცელებენ, სისხლის ანალიზი თაღლითობის უპრეცენდენტო მასშტაბების დემონსტრირებაა.

Sunday Times წერს, რომ 800 ათლეტიდან , რომელთა ანალიზი ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა და აღნიშნავდა დოპინგის მიღებას, 415 რუსი სპორტსმენების აღმოჩნდა. ამის გამო გამოცემამ რუსეთს “დოპონგის მსოფლიო ცენტრი უწოდა”.
“ეს სკანდალი მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ეს მსოფლიოში მსუბუქი ათლეტიზმის პრობლემაა. ვიღაცის ინტერესშია ისე განავითაროს სცენარი, თითქოს ამ თამაშის მთავარი მოთამაშეები ჩვენ ვართ. ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე საერთო წესის მიხედვით ვთამაშობდით. დროა ვიღაცამ ეს ყველაფერი გააჩეროს და წინ სხვა ძალებით წავიწიოთ” – ამბობს რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო.

2014 წელს ტელეარხმა ARD საკუთარ ეთერში აჩვენა ფილმი, სადაც ამტკიცემდნენ იმას, რომ რუსი სპორტსმენენის 99% დოპინგის ზემოქმედების ქვეშ არიან.

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონი “მილანის” 48%-ს ყიდის
შემდეგი სტატიაჩინეთში ბოთლის ალკოჰოლს “ვიაგრას” ამატებდნენ