დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა…
შეხვედრიდან გამოსულმა ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მიღწეულია ურთიერთგაგება ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის მიმართულებით უფრო მეტი კოორდინაციისა და აქტიური მოქმედებების აუცილებლობის შესახებ…
,,არსებობს ურთიერთგაგება, რომ სიტუაცია უფრო მეტ აქტიურ და კოლექტიურ მოქმედებებს მოითხოვს,, განაცხადა ლავროვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის, ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის საკითხებზე, კონსულტაციები უახლოეს ხანებში დაიწყება.