რუსეთი ანკარის ტერაქტს ეხმაურება…

რუსეთის საგარეო უწყებამ დაგმო დღეს დილით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა…

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება  გმობს ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს… ამავე დროს იმედოვნებს, რომ დამნაშავეები მკაცრად  დასჯებიან.

,,რუსეთის წინადადება, საერთაშორისო სამართლის საფუძვლების გათვალისწინებით ფართომასშტაბიანი კოალიციის შექმნის შესახებ, კარგად არის ცნობილი… ანკარის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან და რეგიონში მოქმედ მრავალრიცხოვან ტერორისტულ სტრუქტურებთან ბრძოლის პრიორიტეტულობა… ამავე დროს აჩვენა ძალისხმევათა გაერთიანების აუცილებლობა ყველა რეგიონალური თუ არარეგიონალური პარტნიორს შორის,, აცხადებს ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყებას მიაჩნია, რომ ,,უკუგდებულ უნდა იქნეს წუთიერი კონიუქტურული ინტერესები და ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იქნეს მთავარი მიზნისკენ – ტერორიზმის დამარცხებისკენ,,

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიროდესაც ქვეყანა სუსტდება, მაშინ ისადგურებს ინტელექტუალური უსუსურობა
შემდეგი სტატიაანკარის ტერაქტში გარდაცვლილთა რიცხვმა 86-ს მიაღწია და შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს…