რუსეთის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ გამორიცხავს

რუსეთის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ კონსტანტინე კოსაჩოვმა რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წევრის თქმით, თუ დონბასში მშვიდობის მისაღწევად ყველა პოლიტიკური გზა უშედეგო აღმოჩნდება, ოფიციალურმა მოსკოვმა, შესაძლოა, სეპარატისტების აღიარების გადაწყვეტილება მიიღოს.

თუმცა, კოსაჩოვის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მინსკის შეთანხმების შესრულება და დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებაა.

banner
წინა სტატიაშივიტალი ჩურკინი: სადაც ამერიკელები ჩნდებიან, იქ ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს