რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა. ფინანსური და სავიზო შეზღუდვები 9 კომპანიას და 19 მაღალჩინოსანს შეეხო.

შავ სიაში მოხვდა სათათბიროს დეპუტატი იოსებ კობზონი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სამი მოადგილე. სანქციები დაუწესეს სეპარატისტების ლიდერებსაც.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა გასულ კვირას მიიღეს, თუმცა მინსკში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ხელი რომ შეეშალათ მათი ამოქმედება დღეისთვის გადადეს.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ ინიშნება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა