რუსეთის ყოფილი პრემიერი ტელეკომპანია ,,ენ ტე ვე,,ს უჩივის

200px-NTV_logo_2003.svg რუსეთის ყოფილი პრემიერი და ამჟამად ოპოზიციის ერთერთი ლიდერი მიხეილ კასიანოვი, ტელეკომპანია ,,ენ ტე ვე,,ს სახელისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივის.
პრესნენსკის სასამართლოს პრესმდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჩივარში, რომლის განხილვაც კანონით დადგენილ დროს მოხდება, კასიანოვი ტელეკომპანიისაგან მოითხოვს, მათ მიერ გავრცელებული და მასთან დაკავშირებული, მთელი რიგი ცრუ ინფორმაციების უარყოფას.
თვითონ კასიანოვი ამ თემასთან დაკავშირებით თავისი ფეისბუქის გვერდზე წერს: ,,2013 წლის მარტში და 2014 წლის ნოემბერში, ტელეკომპანია ,,ენ ტე ვე,,ს მიერ გავრცელდა ფილმები, რომელიც თითქოსდა ადასტურებს , რომ მე პრემიერმინისტრობის დროს 1998 წელს, შეგნებულად მივაყენე მნიშვნელოვანი ზარალი რუსეთის ინტერესებს, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში,,
,,ენ ტე ვე,,მ პასუხი უნდა აგოს სიცრუეზე, აცხადებს კასიანოვი.

banner
წინა სტატიაშინინო წულეისკირი: თუ ჩვენ არ გვეყოლება ჯანმრთელი ქალი –მისი განათლება და ჩართვა პოლიტიკაში კარგავს თავისს შინაარსს
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე – დავით ნარმანია და თბილისის მერია კორუფციაში ეფლობიან