რუსეთის სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანილი კანონპროექტი რუსეთში მოსწავლეების ნარკოტიკებზე შემოწმებას ეხება. ამისთვის შესაბამის ორგანოებს არც მოსწავლეების და არც მათი მშობლების ნებართვა რა დასჭირდებათ.
როგორც რუსეთის ერთ-ერთი გაზეთი წერს, გამოკვლევა სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება და შედეგი სამედიცინო ბარათში შევა.
დღეს მსგავსი შემოწმება შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ მოსწავლის ნებართვით და შედეგები ანონიმურია.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ვერშბოუ: ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია კარგად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაისრაელი ლიბანს პასუხს გასცემს