რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა ერთის წინააღმდეგ, ერთმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ე.წ.მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი დებულება ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს.
ე.წ. შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების თანახმად, ერთ მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიალუგანსკის მახლობლად “ბოევიკებმა” მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს