რუსეთის სამხედრო გემები ლატვიის საზღვარს მიადგნენ

დღეს დილას რუსეთის სამხედრო გემები  ლატვიის ტერიტორიულ წყლებს კრიტიკულ სიახლოვეზე მიადგნენ… ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის უწყება ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

,, 3 ივნისს, რუსეთის სამხედრო ,,დაცვითი კლასის,,  გემები ,,ბოიკი,, და ,,სტოიკი,, , ლატვიის საზღვაო საზღვარს 8 საზღვაო მილის სიახლოვეს მიუახლოვდნენ,, აცხადებს ლატვიის ნაციონალური შეირაღებული ძალების პრესცენტრი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსული სამხედრო გემები ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვართან კრიტიკულ სიახლოვეზე იმყოფებიან.

ლატვიის საგარეო უწყებას, ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

 

banner
წინა სტატიაში139-ე სკოლაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ
შემდეგი სტატიაირაკლი გილაური: გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს