რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან საზღვარს იცავენ”, – წერია განცხადებაში.

ამას გარდა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ქვეყნის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი მოსკოვში 11 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდება. რუსული მხარის ცნობით, “მინისტრები ორ ქვეყანას შორის კავშირების შესახებ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისუაბრებენ”.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: მკვლელი ბაშალეიშვილი აღიარებს, რომ დამიზნებით ესროლა ბუტას
შემდეგი სტატია„Эхо Москвы“-ის რედაქტორი ქილერის სიაში იყო და მან გამომძიებელთან საუბრის შემდეგ რუსეთი დატოვა