რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

kapanadzeeeრუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა, არც პირველია და შეძლება არც ბოლო იყოს – ასე გამოეხმაურა გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, მსგავსი ფაქტები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

„ამისთვის არებობს შესაბამისი ორგანოები, შტაბები, სადაც განიხილავენ გარკვეულ სცენარებს. ჩვენი საქმეა ვაკეთოთ ის, რაც დაგეგმილი გვაქვს და გადაუხრელად ვიაროთ ნატო-სკენ სამწუხაროდ ეს პირველი არ არის და არც ბოლო იყო“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას
შემდეგი სტატიამახაჩკალის ყოფილ მერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს