რუსეთის მთავრობამ ვლადიმერ პუტინს ცხინვალის რეგიონთან ე.წ.შეთანხმების გაფორმების წინადადებით მიმართა

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების წინადადებით მიმართა. დიმიტრი მედვედევმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას შეთანხმების გაფორმების წინადადებით ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გასაფორმებელი შეთანხმება სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ეტაპობრივ დამყარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში ზემოაღნიშნულ სფეროებში ცალკე თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდება. ასევე, გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა. შეთანხმების გაფორმება 25 წლის ვადით, მისი გაგრძელების პერსპექტივით იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია მოითხოვს დადგინდეს, როგორ მოხვდა რუსული სამხედრო ავტომობილები თბილისში
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა