რუსეთის მთავრობამ აბორტების აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა მხარი დაუჭიროს დეპუტატ ევგენია ფიოდოროვას კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს პირებზე, რომლებიც აბორტს გაიკეთებენ.

გამოხმაურების ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე პუნქტში არ ეთანხმება კანონპროექტს.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ კანონპროექტში ნახსენები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გაყიდვის აკრძალვა იგივე კანონის სხვა პუნქტთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ქალის სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი მედიკამენტების გამოყენების ნებას იძლევა.

გარდა ამისა, რადგანაც ჩასახნვის საწინააღმდეგო აბების გამოიყენება პროფილაქტიკისა და სხვადასხვა დაავადებების სამყურნალოდ გამოიყენება, მათი აკრძალვა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედევად მისი ავტორები და მომხრეები დოკუმენტის შინაარსს წარმატებულად მიიჩნევენ – მთავრობას აბორტების საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის დევნის დაწყებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს და დოკუმენტი კორექტირების შემდეგ ხელახლა შევა დუმაში განსახილველად.

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიForbes-ი: პოტანინი რუსი მდიდრების სიის თავშია
შემდეგი სტატიაCharlie Hebdo-ს რედაქტორის წიგნი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა